logo
ENG


ლიეტუვის საგარეო: ვგმობთ განაჩენს, გამოხატვის თავისუფლება არ უნდა იყოს კრიმინალიზებული
  • 144ნახვები

ლიეტუვა მკაცრად გმობს საქართველოში ოპოზიციური პარტია დროას ლიდერისთვის, ელენე ხოშტარიასთვის 1.5 წლით თავისუფლების აღკვეთას საპროტესტო გზავნილის გამო. გამოხატვის თავისუფლება არ უნდა იყოს კრიმინალიზებული. მოვითხოვთ ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას.

ვკითხულობთ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. 

კახა კალაძის საარჩევნო ბანერის "დაზიანებისთვის" კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ 24 მარტს გამოიტანა.



ასევე ნახეთ
close დახურვა