logo
ENG



ხუნდაძე: ვგმობ საქართველოს პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის განადგურებას

14 მარ 202314:28
3 წუთის საკითხავი
clock 389
2023/03/14/33ogberinjjxvkx.jpg

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წამოსული დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოგლეჯას გმობს. ამის დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს.

"ვგმობ საქართველოს პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის განადგურებას, ეს არ შედის ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებში!

საზოგადოების გარკვეული ნაწილის დამოკიდებულება - “არ წავიკითხავ, შეურაცხყოფას მივაყენებ სხვას, დროშას დავხევ…” და სხვა მსგავსი შინაარსის მოწოდებები და ქმედებები მიუღებელია და აზიანებს სახელმწიფოს იმიჯს!" - აღნიშნავს ხუნდაძე.

ძალადობრივმა, პრორუსულმა და ჰომოფობიურმა მცირე ჯგუფებმა პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა კვლავ ჩამოგლიჯეს, დახიეს და ცეცხლი წაუკიდეს. ამ აქციის მონაწილეებთან მხოლოდ ერთი პოლიციელი იდგა. იმ სვეტთან კი სადაც დროშა ფრიალებდა, ხუთამდე პოლიციელი მოგვიანებით გაჩნდა.

ძალადობრივმა ჯგუფებმა მსვლელობა მოაწყვეს, როგორც ამბობენ, ზაჰესიდან მოდიოდნენ. ისინი აგრესიულ და მუქარის შემცველ განცხადებებს ავრცელებდნენ. რუსთაველის გამზირზე კი ქვები დაუშინეს აივანს, სადაც უკრაინის დროშა იყო გადმოფენილი.


close დახურვა