ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰიდროქსიქლოროქინის, იგივე პლაქვენილის კლინიკურ კვლევები შეაჩერა. პრეპარატს, რომელიც მანამდე კოვიდ-19-ის მკურნალობის პოტენციურ საშუალებად განიხილავდნენ, ახლა ექსპერტები უსაფრთხოების კუთხით სწავლობენ.
რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ პრეპარატმა შესაძლოა კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს შორის გარდაცვალების რისკი გაზარდოს. ჰიდროქსიქლოროქინი , იგივე პლაქვენილი კოვიდ-19 -ს სამკურნალოდ არაერთ ქვეყანაში გამოიყენება.
პრეპარატის პროფილაქტიკის მიზნით მიღება რამდნიმე კვირის წინ დონალდ ტრამპმაც აღიარა.