logo
ENG



ჯაფარიძე: მიშელმა დაადასტურა ქართველი ხალხისა და რეფორმების მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან

19 ივლ 202111:42
3 წუთის საკითხავი
 
ჯაფარიძე: მიშელმა დაადასტურა ქართველი ხალხისა და რეფორმების მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან

შარლ მიშელთან გამართული შეხვედრის შემდეგ ლელოს ერთერთი ლიდერი აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართველი ხალხისა რეფორმებისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა.

ჯაფარიძის თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო იმაზეც, რომ ქართული ოცნება არღვევს შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების პირობებს.

ლელოს ერთერთი ლიდერი ამბობს, რომ შეთანხმების იმპლემენტაცია "რეგიონული გამოწვევების ფონზე არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი".

„ჩვენი უახლოესი და უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორის უმაღლესმა თანამდებობის პირმა დაადასტურა ჩვენი ხალხის უპირობო მხარდაჭერა და ის, რომ ევროკავშირი გააგრძელებს რეფორმების მხარდაჭერას. გვქონდა ანალიზის შესაძლებლობა იმაზე, რაც შეეხება შეთანხმებას და შესრულების პროცესს. იყო ღიად დემონსტრირებული, როგორ არღვევს შეთანხმებას ოცნება მოსამართლეების დანიშვნის ნაწილში, რომ გადადებული იქნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების დანიშვნა, გადაიდო ძალაუფლების გადანაწილების შესახებ შეთანხმების მუხლის იმპლემენტაცია.

მიშელი გააგრძელებს ჩართულობას ამ პროცესში, რომ შეთანხმება, რომელსაც ჰქვია "საქართველოს მომავლის საგზაო რუკა", განხორციელდეს. ეს სჭირდება ჩვენს ხალხს, ქვეყანას. რეგიონული გამოწვევების ფონზე ამ შეთანხმების იმპლემენტაცია არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

შარლ მიშელი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში გუშინ, 18 ივლისს ჩამოვიდა. ის ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დღეს გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ.

ეს შარლ მიშელის მესამე ვიზიტია საქართველოში.


close დახურვა