logo
ENG



ჯაფარიძე: ნიკა მელიასთან მიმართებაში არის შემოთავაზებული ევროკავშირის თავდებობა

18 აპრ 202121:28
3 წუთის საკითხავი
clock 778
ჯაფარიძე: ნიკა მელიასთან მიმართებაში არის შემოთავაზებული ევროკავშირის თავდებობა

ლელოს ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ ნიკა მელიასთან დაკავშირებით ევროკავშირის თავდებობაა შემოთავაზებული. 

როგორც მან შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა, მელიას, ასევე გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხზე პროგრესია.

"ნიკა მელიასთან მიმართებაში არის შემოთავაზებული ევროკავშირის თავდებობა, ეს თავდებობა იქნება ის საფუძველი, რომლის გამოც უნდა გათავისუფლდეს ახლა მელია. რაც შეეხება რურუას, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი, რომ ორივე ამ ადამიანს ექნება ერთი და იგივე დროითი ჩარჩო განსაზღვრული, რომ ისინი საბოლოოდ გამოვიდნენ ციხიდან და მათი პატიმრობა დასრულდეს", - თქვას ჯაფარიძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პოლიტიკურ პარტიებს ახალ დოკუმენტს სთავაზობს. რა წერია მედიატორების შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტში, წაიკითხეთ აქ.  


close დახურვა