logo
ENG



ჯიშკარიანი: ბაჩალიაშვილის მამას აშანტაჟებდნენ, ასე რუსული სპეცსამსახურები მოქმედებენ

28 ივლ 202016:32
3 წუთის საკითხავი
 
ჯიშკარიანი: ბაჩალიაშვილის მამას აშანტაჟებდნენ, ასე რუსული სპეცსამსახურები მოქმედებენ

„ბაჩალიაშვილის მამას ურეკავდენენ და აშანტაჟებდნენ, ასე რუსული სპეცსამსახურები მოქმედებენ“, - ამის შესახებ განცხადებას „ემპათიის“ ექსპერტი მარიამ ჯიშკარიანი სპეციალურ ბრიფინგზე აკეთებს.

მისი განცხადებით, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელის მხრიდან მსგავსი სახის ქმედება, ადამიანის დაშინება და ფსიქოლოგიური ზეწოლაა.

„ვის ინტერესში შედიოდა, როდესაც ბაჩალიაშვილის მამას ურეკავდნენ და აშანტაჟებდნენ? კომპიუტერი არ იყო გახსნილი და ოჯახს ურეკავდენენ და აშანტაჟებდნენ იმის გამო, რომ მოითხოვეს აქციებით თავისი შვილის მოძებნა. ეუბნებოდნენ, რომ თამარ ბაჩალიაშვილს პრობლემები ჰქონდა. რას ნიშნავს ეს, ხომ არ იცით? ეს არის ადამიანების დაშინება და ფსიქოლოგიური ზეწოლა. ამგვარი მეთოდებით მოქმედებს რუსული სპეცსამსახურები, ამგვარი მეთოდებით მოქმედებდა საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურები. ეს უნდა შეწყდეს ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ“, - აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი.

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის მამის ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, ადამიანი, ვინც უთხრა, რომ მისი შვილის კომპიუტერი გახსნა და ის "შარში იყო", ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ლადო ბაჭულაშვილია. ტავად ბუჭულაშვილი უარყოფს, რომ ბაჩალიაშვილის მამას მსგავსი რამ უთხრა.

თამარ ბაჩალიაშვილის ბიძის, კობა თამაზაშვილის განცხადებით, ოჯახს გამოძიების მიმართ სულ უფრო მეტი კითხვა უჩნდება. როგორც თამაზაშვილი ამბობს, ბაჩალიაშვილის მამას ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მის სერიოზული პრობლემები აქვს, აქციის მსვლელობისას მიაწოდეს. 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის ცხედარის აღმოჩენამდე ერთი დღით ადრე ბაჩალიაშვილის ოჯახმა და მეზობლებმა ქვემო ფონიჭალაში აქცია გამართეს და გზა გადაკეტეს.

ოჯახის წევრები გამოძიებას არასათანადო მუშაობაში ადანაშაულებდნენ.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანისა და თავისუფლების აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.

 


close დახურვა