logo
ENG


პესკოვი: რუსული მხარის პოზიცია თანმიმდევრულია, ვგმობთ ტერორიზმის ყველა გამოვლინებას
  • 370ნახვები

რუსული მხარის პოზიცია ძალიან თანმიმდევრულია, ეს არაერთხელ თქვა პრეზიდენტმა პუტინმა. ჩვენ ვგმობთ ტერორიზმის ყველა გამოვლინებას და ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ახლობლებსა და მეგობრებს. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტის უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფა და პრობლემის გადაჭრა, რომლის საფუძველი უნდა იყოს პალესტინელებისთვის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა.

განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  



ასევე ნახეთ
close დახურვა