logo
ENG


ხვიჩია: ქოცების ლიდერშიფში რომ ვიყო, ბერაიას ენას ამოვაძრობდი
იაგო ხვიჩია
31 ოქტ, 2023 16:02
ხვიჩია: ქოცების ლიდერშიფში რომ ვიყო, ბერაიას ენას ამოვაძრობდი
  • 1005ნახვები

მე რომ ქოცების ლიდერშიფში ვიყო, ირაკლი ბერაიას ენას ამოვაძრობდი იმის გამო, რაც თეონა აქუბარდიას აკადრა. ესენი გველაპარაკებიან ქართველობაზე, კაცობაზე, ქალის და მანდილის პატივისცემაზე.

დაწერა გირჩის ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ სოციალურ ქსელში და ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატის, ირაკლი ბერაიას შეურაცხმყოფელ გამოსვლას. ბერაიამ და ღუდუშაურმა დღეს ქალ დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენეს და ისინი სექსისტურ კონტექსტშიც მოიხსენიეს.



ასევე ნახეთ
close დახურვა