თქვენ, მე მგონი, რაღაც სხვანაირად გაიგეთ. თქვენ მიანიჭეთ კონკრეტულ ფრაზას ის მნიშვნელობა, არც მინდა რა დავარქვა ის მნიშვნელობა, რომელიც მას არ აქვს. სინამდვილეში, საუბარი იყო რაზე, რომ სადაც კი წავიდა ირაკლი ბერაია, ყველგან დახვდა ამ ადამიანის ნალაპარაკები, ნალაპარაკები სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ. თქვენ გაიგეთ ეს ფრაზა სხვანაირად. არ ვიცი მე, რატომ გაიგეთ ასე. სინამდვილეში, სადაც წავიდა ირაკლი ბერაია, ყველგან დახვდა ამ ქალბატონი დეპუტატის ანტისახელმწიფოებრივი ნალაპარაკები.
განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დეპუტატ ირაკლი ბერაიას განცხადებაზე, რომელმაც 31 ოქტომბერს, პლენარულ სხდომაზე თეონა აქუბარდიაზე თქვა, რომ აქუბარდიამ "მისი გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით, ჩემი და ჩემი კომიტეტის სახელის ხსენებისგან თავი შეიკავოს".