logo
ENG


მელია: მჯერა, რომ სტატუსის მიღება ერთი ნაბიჯით დაგვაახლოებს ევროპულ დიდ ოჯახთან
ნიკა მელია
05 ნოე, 2023 15:13
მელია: მჯერა, რომ სტატუსის მიღება ერთი ნაბიჯით დაგვაახლოებს ევროპულ დიდ ოჯახთან
  • 462ნახვები

მე პოზიტიური მოლოდინი მაქვს. მჯერა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება ჩვენს ქვეყანას მიუხედავად იმ ხელისუფლებისა, რომლის აუტანელ პირობებშიც მოსახლეობას უწევს ცხოვრება უკვე 11 წლის განმავლობაში, ერთი ნაბიჯით დაგვაახლოებს ჩვენ ყველას, საქართველოს მოქალაქეებს ევროპულ დიდ ოჯახთან. თუმცა ეს რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ჩვენ გავხდებით მყისიერად სრულფასოვანი წევრი ევროპული ოჯახისა. ვინაიდან, კანდიდატის სტატუსი არის ძალიან მნიშვნელოვანი და უნდა მივიღოთ, მაგრამ როდესაც შენ გყავს ხელისუფლება, რომელიც არ გულისხმობს ევროპას თავისი ქმედებით, პოლიტიკით და გადადგმული ნაბიჯებით, ქვეყანას უნდა ჰყავდეს ევროპული, ეროვნული ხელისუფლება, რაც შესაძლებელი იქნება 2024 წლის არჩევნების შემდეგ.

განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.



ასევე ნახეთ
close დახურვა