logo
ENG


იოზვიაკი: მაღალი ალბათობით, კანდიდატის სტატუსს მიიღებთ, იქნება პირობები
  • 1710ნახვები

ჩემი მოლოდინი გახლავთ ის, რომ თქვენ, მაღალი ალბათობით, მიიღებთ კანდიდატის სტატუსს. ველაპარაკე საკმაოდ გათვიცნობიერებულ წყაროს პარასკევს და როცა ვლაპარაკობდით კანდიდატის სტატუსზე საქართველოსთვის, იყო საუბარი 60/40-ზე. მე მაინტერესებს, როგორი ტერმინოლოგია იქნება დოკუმენტში, ამის განხილვაზე მიდის ჯერ კიდევ მუშაობა... მე ვფიქრობ, რომ წლის ბოლოს თქვენ კანდიდატის სტატუსს მიიღებთ.

ვფიქრობ, რომ თუ მიიღებთ კანდიდატის სტატუსს, იქნება პირობებზე დამყარებული, ის, რაც მიიღეს გასულ ზაფხულს მოლდოვამ და უკრაინამ. ზოგიერთი პირობა იქნება სხვანაირად შეფუთული, თუმცა მანამდე რაც იყო, დაახლოებით ისეთი პირობები იქნება. საუბარი იქნება პოლარიზაციაზე, პოლიტიკურ ლანდშაფტზე, სასამართლოზე, საგარეო პოლიტიკაზე, ახალი პირობა იქნება დაკავშირებული არჩევნებთან.

ამბობს ფორმულას გადაცემა დროების ეთერში რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. [სინქრონული თარგმანი]



ასევე ნახეთ
close დახურვა