logo
ENG


წითლიძე: სააკაშვილის განცხადება ბოლო მოწოდებაა იმისკენ, რომ ყველამ უნდა გაასწოროს ფოკუსი
ანა წითლიძე
06 ნოე, 2023 13:51
წითლიძე: სააკაშვილის განცხადება ბოლო მოწოდებაა იმისკენ, რომ ყველამ უნდა გაასწოროს ფოკუსი
  • 386ნახვები

მიხეილ სააკაშვილმა ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ ნებისმიერი შიდა პარტიული არეულობა უნდა დასრულდეს. ნებისმიერ ადამიანს, ვინც ხელს უწყობს ამ შიდა პარტიულ არეულობას, მოუწოდა, რომ თუ რაღაც არ მოსწონთ ამ პარტიაში, შეუძლიათ წავიდნენ. ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა ამასთან დაკავშირებით. მისი ბოლო სტატუსი, რომელიც ასევე ნიკა მელიას ეხებოდა, შეუძლიათ ამ ადამიანებს ჩათვალონ როგორც ბოლო გაფრთხილება და ბოლო მოწოდება ერთიანობისკენ, როგორც ბოლო მოწოდება იმისკენ, რომ ყველამ უნდა გაასწოროს ფოკუსი. მიხეილ სააკაშვილი ამას ამბობს პირველივე დღიდან, რომ არანაირი შიდა დაპირისპირების დრო არ არის, რომ არის ერთიანობის დრო.

განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ანა წითლიძემ.



ასევე ნახეთ
close დახურვა