logo
ENG


ღარიბაშვილი: მივაღწიეთ უპრეცედენტო მშვიდობას - ეს შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ივანიშვილი
  • 624ნახვები

თუ რომელიმე ხელისუფალმა და მმართველმა რაიმე გააკეთა ხელშესახები ევროინტეგრაციის გზაზე ეს არის ქართული ოცნება. ეს არის ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ევროპული პერსპექტივა, რომელიც შარშან მივიღეთ და ახლა უკვე კანდიდატის სტატუსი, რომელიც დეკემბერში საბოლოოდ, მჯერა, რომ გაფორმდება. ჩვენი მუშაობით, ჩვენი მმართველობით ქვეყანამ ბოლო 11 წელიწადში მიაღწია უპრეცედენტო მშვიდობას, სტაბილურობას, მიუხედავად არნახული გამოწვევებისა და გართულებული უსაფრთხოების გარემოსი ჩვენს რეგიონში. უნდა ითქვას, რომ ეს ვერ მოხდებოდა და შეუძლებელი იქნებოდა ამის მიღწევა, რომ არ მოეხდინა ისტორიული, გარდამტეხი ცვლილება ბიძინა ივანიშვილს და მთლიანად მის გუნდს, ქართულ ოცნებას, რომელიც ვაგრძელებთ ამ დიდ, ეროვნულ საქმეს.

განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. 



ასევე ნახეთ
close დახურვა