logo
ENG


გრეგოროვა: გადაწყვეტილებით ითქვა, რომ საქართველო იმსახურებს სტატუსს - ფოკუსი ხალხზე იყო
  • 552ნახვები

რეკომენდაცია თავისთავად კარგია, უნდა დაველოდოთ ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბერში, თუმცა ეს უკვე დიდი სიგნალია, რომ საქართველოს დეკემბერში მიანიჭებენ კანდიდატის სტატუსს. მიუხედავად იმისა, რომ კომისია ამბობს, რომ ჯერ კიდევ არის სამუშაო, ამ გადაწყვეტილებით უკვე ითქვა, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.

უკვე მესმის იმის შესახებ, რომ ოცნება ამბობს, თითქოს დეკემბრის გადაწყვეტილება მათი დამსახურება იქნება, მაგრამ გარკვეულწილად არ ვეთანხმები. მათ ჩაატარეს დიდი სამუშაო, მაგრამ ამავე დროს, დაუშვეს ბევრი შეცდომა, რამაც გამოიწვია ეჭვები ევროკომისიასა და ევროპარლამენტში, რეალურად უნდათ თუ არა მათ ევროკავშირის გზაზე დგომა. ამიტომ, ვიტყვი, რომ ფოკუსი ქართველ ხალხზე იყო.

აცხადებს ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. 



ასევე ნახეთ
close დახურვა