logo
ENG


იუკნევიჩიენე: მთავრობაა პასუხისმგებელი, რომ საქართველო არ დგას მოლდოვა-უკრაინის გვერდით
  • 545ნახვები

ეს ისტორიული დღეა მთელი ევროპისთვის - უკრაინისთვის, მოლდოვისთვის, საქართველოსთვის. ეს არის წინ გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ეს არის ქართველი ხალხის დამსახურება, რადგან მათ რამდენჯერმე არ დაუშვეს, რომ მთავრობას გადაედგა არასწორი ნაბიჯები დემოკრატიის უკუსვლის კუთხით. საქართველოს მთავრობაა პასუხისმგებელი იმაზე, რომ საქართველო ახლა არ დგას მოლდოვასა და უკრაინის გვერდით.

აცხადებს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე. 

8 ნოემბერს, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამასთან, ევროკომისიის რეკომენდაციაა, უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში წევრობაზე მოლაპარაკებები დაიწყოს, მას შემდეგ, რაც ორივე ქვეყანა აუცილებელ რეფორმებს დაასრულებს.



ასევე ნახეთ
close დახურვა