logo
ENG


აფციაური: პოლიციელთა თვალებში ვხედავდი ჟინს, რომ მანქანა გადმოეყვანათ, უმწეობის განცდა იყო
  • 676ნახვები

კიდევ ერთი უმწეობის განცდა, რასაც 3-4 დღეა თვალს ვადევნებ, ნიღბიანი, ჩვენი სპეცრაზმელი ბიჭები ვნახე, რომლებიც კამერების წინ არ ჩნდებოდნენ, მაგრამ ერთ-ერთ ბილიკზე გავედი და იქ ვნახე ჩვენი სპეცრაზმელები. მათ თვალებში ჩანდა, რომ უნდოდათ იმ მანქანის გამოყვანა, რომელსაც 2 დღის განმავლობაში ვერ გადმოაადგილეს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. შეგახსენებთ, ეს არის 7 ნოემბერი, ინციდენტის მეორე დღე, მანქანა ჩამოათრიეს რუსებმა, ოღონდ ოკუპაციის ხაზს შიგნით დატოვეს და დაიძახეს, წაიყვანეთ, წაათრიეთ ეს მანქანაო. გიყვებით დოთიაშვილის მონათხრობს, რომელმაც ეს თავისი თვალით ნახა.

ამის შემდეგ, ჩვენი პოლიცია იქ დგას ორი დღის განმავლობაში და მანქანა ვერ გადმოჰყავს. და ამ ბიჭების თვალებში ვხედავდი, როგორი ჟინი იყო, რომ ეს მთავარი ნივთმტკიცება გადმოეტანათ. მაგრამ ამ დროს თურმე მიმდინარეობდა მოლაპარაკება ისევ დე ფაქტო ხელისუფლებასთან, რუსეთის ხელისუფლებასთან, რომ იქნებ, ინციდენტი არ მოხდეს და მოგვცენ საშუალება, რომ ეს მანქანა გადმოვიყვანოთ. აქაც კი ვიგრძენი იმ დიდი უმწეობის განცდა, როდესაც შენს თვალწინ დევს მთავარი ნივთმტკიცება და შენ ორი დღის განმავლობაში ვერ მიდიხარ მასთან. ესეც ძალიან დამთრგუნველი იყო ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის და არა ჟურნალისტისთვის. იმიტომ, რომ მე ვხედავდი ამ ბიჭების, პოლიციელების მოძრაობას, ჟინსაც და მობილიზებასაც. 

განაცხადა რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა, გოგა აფციაურმა მრგვალ მაგიდასთან ინტერვიუში. 

 


ასევე ნახეთ
close დახურვა