logo
ENG


ელისაშვილი: ვერ დამარწმუნებთ, რომ Bus Lane-ში ტუჩდაბერილი გოგოცუნები ვინმეს დასაჭერად მიდიან
  • 1533ნახვები

საძაგლობა ტრიალებს ჩვენს ქალაქში. საავტობუსო ზოლების შემოღება არის მტკივნეული, ბევრისთვის გაუგებარი, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება. ეს არის სწორი, რასაც აკეთებს თბილისის მერია, მაგრამ არასწორი და შემზარავია რაც ხდება, რომ უამრავი მანქანა დათარეშობს Bus Lane-ში და ვერავინ დამარწმუნებს, რომ ტუჩებდაბერილი ვიღაცა გოგოცუნები რომ სხედან საჭეებთან, ისინი რამე ოპერატიული სამსახურის თანამშრომლები არიან და კრიმინალის დასაკავებლად მიდიან. ბოლო ხმაზე რომ მუსიკა აქვთ ჩართული და იმას შვრებიან, რა ჰქვია...

ან პატრულმა საკუთარი უფლებამოსილების შესრულებაზე უარი თქვა და თვალს ხუჭავენ იმ უმსგავსობაზე, რაც Bus Lane-ში ხდება, მაშინ, როცა საცობებში საათობით გაჭედილი ხალხი გმინავს, ან ე.წ ნარუშილოვკაა 21-ე საუკუნის... როგორც ჩანს, ნარუშილოვკები ხელაღებითაა დარიგებული. სხვანაირად როგორ ავხსნათ ის, რაც ხდება.

თქვა პარლამენტის პლენარულ სესიაზე პარტია მოქალაქეების დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა.



ასევე ნახეთ
close დახურვა