logo
ENG


წულუკიანი ზურაბიშვილზე: თუ სააკაშვილს შეიწყალებს, თავის პიროვნებას წერტილს დაუსვამს
  • 449ნახვები

სააკაშვილი არის საცოდაობა, რადგან მან, როგორც იმედმა, ვარდების რევოლუციის შემდეგ, ასე დაიწყო საკუთარი პოლიტიკური კარიერა და დაასრულა ციხეში სისტემური დანაშაულების ჩადენის გამო, რისთვისაც სრულიად კანონიერი სასჯელი აქვს მისჯილი. ასეთი ადამიანი ვის ნამუსზე შეგდებას გადაწყვეტს, ოღონდ თავი დაიძვრინოს კანონიერი სასჯელაღსრულებისგან, პირადად ჩემთვის საინტერესო არ არის. ჩემთვის საინტერესოა, ბოლომდე მოიხადოს კანონიერი სასჯელი, რომელიც სამართლიანად აქვს მისჯილი და მსუბუქიც კი არის იმასთან შედარებით, რაც ქვეყნის წინაშე აქვს დაშავებული.

ქალბატონ სალომეს რაც შეეხება, ალბათ არ ვიქნები ერთადერთი და საქართველოში უმცირესობაში, თუ ვიტყვი, რომ მისდამი ძალიან დაბალი ხარისხის ნდობა მაქვს, მაგრამ ჩვენი მოქმედი პრეზიდენტი, რომელსაც იმპიჩმენტის საკითხი დაუდგინა საკონსტიტუციო სასამართლომ და კონსტიტუციის დამრღვევად არის ცნობილი, თუ გადაწყვეტს, მონაწილეობა მიიღოს ამორალურ ქმედებაში, სააკაშვილი შეიწყალოს, ამით საკუთარ თავს, როგორც პიროვნებას, დაუსვამს წერტილს.

ამბობს კულტურის მინისტრი თეა წულიკიანი.

[წულუკიანის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს]



ასევე ნახეთ
close დახურვა