logo
ENG


სააკაშვილი: ჩემს ფუნქციად ვხედავ მაქსიმალურად ფართო ერთობის შექმნას
  • 398ნახვები

ჩემს ფუნქციად ვხედავ მაქსიმალურად ფართო ერთობის შექმნას და ვისთანაც ამ ეტაპზე გაერთიანება ვერ ხერხდება, მათთან მოგვიანებით მისასვლელი გზის დატოვებას.

აი მაგალითად, ჩვენს გაერთიანებაში ახლა ერთ-ერთი ლიდერია გიორგი ვაშაძე. მე ზოგიერთი სულ მახსენებს მის კრიტიკულ გამონათქვამებს ჩემს მიმართ, მაგრამ მე პირადად უფრო მახსენდება მისი 2018 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ბრწყინვალე ხელმძღვანელობა, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ პრაქტიკულად, პირველ ტურში მოიგო. მე სულ მახსოვს მისი წვლილი ქართული იუსტიციის სახლების შექმნაში და უკრაინაში მის მიერ ქართული რეფორმების საუკეთესო კუთხით წარმოჩენაში.

ამიტომ მე მასთან ბევრად მეტი მაერთიანებს, ვიდრე მყოფს და კმაყოფილი ვარ, რომ გამარჯვების კოალიციაში ის თავის ძალიან ნიჭიერ გუნდთან ერთადაა წარმოდგენილი.

ჩვენ გადაკვეთის წერტილებს ვპოულობთ ყველაზე მოულოდნელ ძალებთანაც. მას შემდეგ რაც მე გამოვაცხადე, რომ დადგა დრო კახა ბენდუქიძის დიდი ხნის იდეის განხორციელების - ეროვნული ბანკის გაუქმების და ეკონომიკის ევროზე გადაყვანის, აღმოჩნდა, რომ ამასვე დიდი ხანია ითხოვს იაგო ხვიჩიას „გირჩი“.
ასევე ჩვენი პოზიციები ამნისტიის საკითხზე ძირითადად ემთხვევა მათ აზრს.
არის თუ არა ეს საფუძველი ერთობის - რა თქმა უნდა, არის, ჩვენ ხომ იდეურ ერთობას ვეძებთ და არა საძმაკაცოს, ან კლანურ გაერთიანებას.

ამიტომ ჩემი რჩევაც და მოწოდებაც შემდეგია - ჩვენ არ მივისწრაფვით იმისკენ, რომ პოლიტიკოსებს უყვარდეთ ერთმანეთი, მათ უნდა აერთიანებდნენ საერთო იდეები და კონკრეტული სამიზნე - ოლიგარქია.

ზოგი გაერთიანება ახლავე მოხდება, ზოგს კი უნდა ახსოვდეს, რომ რაღაც ეტაპზე გაერთიანება გარდაუვალი იქნება. საბოლოო ჯამში, ძალა ერთობაშია!

წერს Facebook-ზე პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი.



ასევე ნახეთ
close დახურვა