logo
ENG


ვაშაძე: 20 წლის წინ, ამ დღეს საქართველომ ბოროტების იმპერიაზე გაიმარჯვა, სიკეთემ - ბოროტებაზე
  • 676ნახვები

სიმბოლურია, რომ სწორედ ამ დღეს საქართველომ 20 წლის წინ მოიპოვა დიდი გამარჯვება ბოროტების იმპერიაზე, გაიმარჯვა სინათლემ სიბნელეზე, სიკეთემ ბოროტებაზე და მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ქართველმა ხალხმა დიდი გამარჯვება იზეიმა. 

ვარდების რევოლუციის შემდგომ საქართველოში დაიწყო სრულიად ახალი ეპოქა. ვარდების რევოლუციის შემდგომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ყოველდღიური ჩვენებიდან საერთოდ ამოვიღეთ კორუფცია. ყველას კარგად გახსოვთ, რამდენად წარმატებული პროექტები განვახორციელეთ ქვეყანაში. ეს იყო განათლების რეფორმა და ეროვნული გამოცდები, ეს იყო პატრულის რეფორმა, იუსტიციის სახლი, ათჯერ გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტი, გაათმაგებული პენსია და ხელფასი, გათავისუფლებული აჭარა, აღდგენილი და გალამაზებული ბათუმი, ქუთაისი, თბილისი, სიღნაღი, მესტია. საქართველო გახდა მიმზიდველი ტურისტებისთვის. აღდგა და შენარჩუნდა ასობით ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. 

საქართველომ მოიპოვა ენერგო, ეკონომიკური და სასურსათო დამოუკიდებლობა მტერი რუსეთისგან. საქართველო პოლიტიკურ რუკაზე არშემდგარი სახელმწიფოს ნაცვლად, ჩემპიონ, რეფორმების ლიდერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. ეს შეუძლია ქართველ ხალხს და ეს გააკეთა საქართველომ ვარდების რევოლუციის შემდეგ. 

ჩვენს რეფორმებზე, რომელიც ვარდების რევოლუციის შემდგომ გატარდა საქართველოში, დიახ, მიშას რეფორმებზე არის დაფუძნებული სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, ყაზახეთის, ალბანეთის, მოლდოვის და სხვა კიდევ ბევრი ქვეყნის რეფორმა.

 

 

განაცხადა გიორგი ვაშაძემ ვარდების რევოლუციის 20 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე.

 
 


ასევე ნახეთ
close დახურვა