logo
ENG


ბოკუჩავა მელიაზე: მან თავად დატოვა საკუთარი თავი პარტიის მიღმა
  • 764ნახვები

პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც არის ერთობის მანიფესტის ინიციატორი, ძალიან ცხადად განმარტა, რომ ვინც არ შეუერთდება მანიფესტს და მის სულისკვეთებას, ის თავად აღმოჩნდება ენმ-ის მიღმა. ასეთი განცხადება გააკეთა ნიკა მელიამ, რომ ის არ უერთდება მანიფესტს, მეტიც, ყოფილ პრეზიდენტს კონტრშეთავაზება გაუკეთა, კონტრდოკუმენტის სახით, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან გაუმართლებელი ნაბიჯი იყო მისი მხრიდან. ძალიან ვწუხვარ, რომ გუშინდელი შესაძლებლობა მან არ გამოიყენა იმისთვის, რომ ეს ერთობის დოკუმენტი ყოფილიყო მისთვისაც ახალი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ერთიანი ძალებით შევსულიყავით გეოპოლიტიკურ არჩევნებში. 

შესაბამისად, მან თავად დატოვა საკუთარი თავი პარტიის მიღმა და ეს განმარტება პრეზიდენტმა სააკაშვილმა ცალსახად გააკეთა. 

ნაციონალურმა მოძრაობამ  22 ნოემბერს 11-პუნქტიან მანიფესტი: "რუსი ოლიგარქი ან საქართველო - ტოტალური შეტევა სისტემაზე" გამოაქვეყნა, რომელიც პარტიის პრინციპებს, პოლიტიკურ ხედვასა და იდეოლოგიას ასახავს. ნიკა მელიას მანიფესტზე ხელი არ მოუწერია. 



ასევე ნახეთ
close დახურვა