logo
ENG


ღარიბაშვილი: დეკემბერში ველით EU-ის გადაწყვეტილებას - გავმართავთ ეროვნულ ზეიმს, კონცერტს
  • 578ნახვები

იცით, რომ დეკემბერში, 14 ან 15 დეკემბერს ველოდებით ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას სტატუსის მონიჭების თაობაზე. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა გუნდში მსჯელობა, პარლამენტთანაც გვქონდა საუბარი და გადავწყვიტეთ, რომ იმის და მიხედვით, როდის იქნება გადაწყვეტილება, 14-ში ან 15-ში, ამ თარიღს დავაზუსტებთ, ალბათ 15 დეკემბერს მოხდება, გვინდა გავმართოთ საერთო სახალხო, ეროვნული ზეიმი, ასე რომ დავარქვათ, გამარჯვების ზეიმი და კონცერტი და ერთად აღვნიშნოთ ეს ისტორიული გამარჯვება ჩვენი ქვეყნის და ხალხის, ჩვენი მთავრობის და ხელისუფლების მუშაობის შედეგი.

განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა