logo
ENG


პრეზიდენტი: არ შეიძლება, უცხოეთში ქართველებს არ ვაძლევდეთ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას
  • 477ნახვები

ევროპა ჩვენი მომავალია, რადგან ეს არის საშუალება რომ განვითარდეს ის, რაც მთავარია - ჩვენი ადამიანური რესურსის პოტენციალი. განვითარება ნიშნავს არამხოლოდ პიროვნულ განვითარებას, ეს ნიშნავს პროფესიონალიზმს, ეს ნიშნავს იმ დარგების დაბრუნებას, რომლებიც, პრაქტიკულად, ქრება საქართველოში: გეოლოგები, ვეტერინარები, არქეოლოგები, რომლებიც მეტი გვჭირდება ამ ქვეყანაში. [...]

ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა განვავითაროთ და იმისთვის, რომ განვავითაროთ, გვჭირდება საზღვარგარეთ ცოდნის მიღება, მაგრამ ამავდროულად, იქ მიღებული ცოდნის დაბრუნება. არ არის საკმარისი იქ წასვლა, თუ შემდეგ არ არის შინაგანი მოთხოვნილება, რომ ნაწილობრივ მაინც ახალი ცოდნა ამ ქვეყანას დაუბრუნო და მოახმარო. ეს არ ნიშნავს მაინცდამაინც ფიზიკურ დაბრუნებას.

მაგალითად შემიძლია მოვიყვანო - გია დვალი თუ მაქს პლანკის ინსტიტუტში ასწავლის, ეს ამ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ის ჩამოდიოდეს აქ და აქაც მისი ცოდნა ახალგაზრდებს გაუზიაროს. ასეთი თანამშრომლობა გვჭირდება. ამას ემსახურება ასევე, ორმაგი მოქალაქეობის კანონი. ეს კავშირი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ყველა დარგში. ჩვენმა თანამემამულეებმა, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, უნდა დაინახონ და იცოდნენ, რომ ეს ქვეყანაც დამოკიდებულია მათ ჩართულობაზე - პოლიტიკურ ჩართულობაზე. არ შეიძლება უცხოეთში მყოფ ჩვენ თანამემამულეებს, ახალგაზრდებს, თუ ხანშიშესულებს მუდმივად დახმარებას ვთხოვდეთ (ოჯახების თუ სხვა ფორმით) და არ ვაძლევდეთ მათ იმ ელემენტარულ უფლებას, რის გარეშეც დისკრიმინაციაზე შეიძლება ვისაუბროთ, ეს არის არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში მეცნიერებსა და აკადემიური წრის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა