ევროინტეგრაცია უდიდესი ამოცანაა და მის შესრულებაში ყველა უნდა იყოს ჩართული. ყველამ თავისი როლი უნდა შეასრულოს, ერთობა აბსოლუტურად აუცილებელია. ცხადია, მთავრობა უნდა იყოს ინკლუზიური, ხელი უნდა გაუწოდოს ოპოზიციას, მოუსმინოს სამოქალაქო საზოგადოებას, მაგრამ ამავე დროს, ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა იმუშაონ კონსტრუქციულად და შეეცადონ, წვლილი შეიტანონ ამ ერთობლივ ძალისხმევაში.
შემიძლია დავადასტურო, რომ მთავრობის მიერ გუშინ განხილული და შეთანხმებული სამოქმედო გეგმა უკვე გადაეცა ევროკომისიას. ევროკომისია მას ყურადღებით შეისწავლის და შეფასებას გამოაქვეყნებს. ძალიან მიხარია, რომ ეს გაცვლა ხდება იმისათვის, რომ არ დაგვკარგოთ დრო და დავრწმუნდეთ, რომ რეფორმები სწორი მიმართულებით მიდის, რომ დეკემბერში, კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, საქართველო გადავიდეს შემდეგ ნაბიჯებზე და რაც შეიძლება სწრაფად დაეწიოს უკრაინასა და მოლდოვას.
განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ.