logo
ENG


მაჭარაშვილი: რადიკალურ ოპოზიციას ახლა ცუდად აქვს საქმე, უკვე ევროპაშიც აღარ ენდობიან
  • 317ნახვები

რადიკალურ ოპოზიციას ახლა ცუდად აქვს საქმე, იმიტომ, რომ უკვე ევროპაშიც აღარ ენდობიან. ევროპაში დაინახეს, ვინ მუშაობს, ვინ ზარმაცობს პარლამენტში, ვინ იღვწის იმისთვის, რომ მუშაობის ხარჯზე ხალხმა იცხოვროს და ვინ იღვწის იმისთვის, რომ ხალხის ხარჯზე თვითონ იცხოვრონ.

მათ კარგად იციან, რომ ჩვენ შევასრულებთ ყველაფერს, რაც არის ჩვენი და ევროკავშირის ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ ის, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს ინტერესებს, ამასაც გებულობს უკვე ევროკავშირი და ეს არ მოსწონს სწორედ ოპოზიციას... თუ ისინი წინასაარჩევნოდ არ იმუშავებენ, ეს ჩვენთვის კარგია, იმიტომ, რომ აღარ აირჩევენ.

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და რუსული კანონის ერთ-ერთმა ავტორმა, გურამ მაჭარაშვილმა.



ასევე ნახეთ
close დახურვა