logo
ENG


მუმლაძე: ხაბეიშვილმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და დატოვოს თანამდებობა
  • 499ნახვები

ლევან ხაბეიშვილის რიტორიკა და ქმედებები პარტიის კონსოლიდაციასა და თანამებრძოლებში ერთიანობის განცდას არ უწყობს ხელს. მე ვფიქრობ, მას უნდა ესმოდეს რამდენად დიდი პასუხისმგებლობა აქვს მას და პირველ რიგში, უნდა ესმოდეს, რომ არცერთი პარტიული თანამდებობა და პრივილეგია არ ღირს იმად, რომ პარტიის ერთიანობა დაირღვეს ან შესუსტდეს.

ვფიქრობ, ამ სიტუაციაში გამოსავალია, რომ მან აიღოს პასუხისმგებლობა და დატოვოს თანამდებობა, მოწვეული იქნას მასშტაბური ყრილობა, რომელიც ღიაობის, ჩართულობის, პარიტეტული საწყისების და რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის ინტერესებიდან გამომდინარე, დაკომპლექტდება ახალი და ბრძოლისუნარიანი ადამიანებით. სწორედ ეს პოლიტსაბჭო აირჩევს, როგორც სათათბირო ორგანოს, ისე აღმასრულებელი რგოლის ხელმძღვანელ თანამდებობებს და მთელი 2024 წლის პოლიტსაბჭო იქნება ის ორგანო, რომელიც პარტიის საქმიანობას წარმართავს.

განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი მუმლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. 



ასევე ნახეთ
close დახურვა