logo
ENG


ცისკარიშვილი: მელიამ ვალი მოიხადა - ივანიშვილი გააკრიტიკა, სინამდვილეში ენმ-ს დაესხა თავს
  • 739ნახვები

23 ნოემბერს, როდესაც მიხეილ სააკაშვილისა და ჩვენი პარტიის ინიციატივით გამოქვეყნდა ერთობის მანიფესტი, ეს იყო შანსი, გაწოდებული ხელი ჩამოსართმევად, რომ შემოერთებოდა მელიაც, სხვა ჩვენი ყოფილი კოლეგები ამ მანიფესტს, გაეზიარებინათ მანიფესტი, დაბრუნებულიყვნენ პარტიაში, მაგრამ ამაზე მათ უარი თქვეს.

როგორც ჩანს, ახალი პოლიტიკური პლატფორმის გაკეთების გეგმა თავიდანვე ჰქონდათ და დღეს მოვისმინეთ ერთგვარად ზრდილობის გულისთვის [გაკეთებული განცხადება], ვალი მოიხადა [მელიამ], როდესაც ბიძინა ივანიშვილი და რუსული რეჟიმი გააკრიტიკა, სინამდვილეში ისევ ნაციონალურ მოძრაობასა და ჩვენს პოლიტიკურ გუნდს დაესხა თავს.

თქვა ფორმულას გადაცემა სანაიას ეთერში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა პარტიის ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებასთან დაკავშირებით.



ასევე ნახეთ
close დახურვა