logo
ENG


წითლიძე მელიაზე: არაკორექტულია, როცა წარსულს უწოდებ პარტიას, რომლის დამფუძნებელიც ციხეშია
ანა წითლიძე
08 დეკ, 2023 17:02
წითლიძე მელიაზე: არაკორექტულია, როცა წარსულს უწოდებ პარტიას, რომლის დამფუძნებელიც ციხეშია
  • 422ნახვები

ვინ წარსულია და ვინ მომავალი, ამას გადაწყვეტს ამომრჩეველი, მაგრამ მე ვისურვებდი, რომ უფრო მეტი სიცხადით ელაპარაკა ნიკას, იმიტომ, რომ მინიმუმ, არაკორექტულია, როცა წარსულს ეძახის იმ პარტიას, რომლის დამფუძნებელიც ზის ციხეში, მიხეილ სააკაშვილი და იმ პარტიას, რომელმაც ის, როგორც პოლიტიკური ლიდერი, რეალურად, გაზარდა და მასში ძალიან დიდი პოლიტიკური კაპიტალი ჩადო. 

 

განაცხადა ენმ-ის წერვმა, ანა წითლიძემ პარტიის ყოფილ თავმჯდომარეზე, ნიკა მელიაზე საუბრისას.

ნიკა მელიამ 7 დეკემბერს მთავარი არხის ეთერში თქვა, რომ ახალ პარტიას დააფუძნებს. მან ისაუბრა, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრი აღარაა და სხვა პარტიაში გაწევრიანების შესაძლებლობას ვერ ხედავს. მისივე თქმით, ახალი პარტია "გონივრულ ვადაში" დაფუძნდება.



ასევე ნახეთ
close დახურვა