logo
ENG


ელჩი: რეკომენდაცია კორუფციასთან ბრძოლაში წინსვლას ადასტურებს, თუმცა გასაკეთებელი ბევრია
  • 397ნახვები

დღეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული გაეროს კონვენციის მიღებიდან მე-20 წლისთავს აღვნიშნავთ. ეს მსოფლიოში პირველი და ერთადერთი იურიდიულად სავალდებულო ანტიკორუფციული ინსტრუმენტია. კორუფცია ყველა ქვეყანას ეხება, ის ძირს უთხრის დემოკრატიულ ინსტიტუტებს და კანონის უზენაესობას, ანელებს ეკონომიკურ განვითარებას და ზრდის არასტაბილურობას.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დღის აღნიშვნა შეგვახსენებს ამ გამოწვევების არსებობას და მათ გადასაჭრელად გაწეულ ძალისხმევას. საქართველო ამ ძალისხმევის ნაწილია. ევროკომისიის ისტორიული რეკომენდაცია საქართველოს სტატუსის მინიჭების შესახებ, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით წინსვლას ადასტურებს. ანტიკორუფციულო ბიუროს შექმნა და დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის შემუშავება ამ წინსვლის ნაწილია, მაგრამ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია.

კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება ევროკავშირის გაფართოების პროცესის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადასადგმელი ცხრა ნაბიჯიდან ერთ-ერთი. ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს, რათა კანონის უზენაესობის პრინციპებისა და სტანდარტების პატივისცემა და დაცვა უზრუნველყოს. ერთად გავაგრძელოთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა.

აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.



ასევე ნახეთ
close დახურვა