logo
ENG


წილოსანი მარშზე: ფარსია, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად
  • 495ნახვები

ეს მარში იმ ადამიანების მხრიდან განხორციელებული ფარსია, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. იმიტომ, რომ სულ რაღაც ახლო წარსულში თითოეული მათგანი, სალომე ზურაბიშვილიდან დაწყებული, არასამთავრობოებით და სხვა პოლიტიკური პარტიებით გაგრძელებული, სპეციალურად დადიოდნენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და არამხოლოდ ქვეყნის შიგნიდან გაკეთებული განცხადებებით არწმუნებდნენ ჩვენს პარტნიორებს, რომ საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს.

დღეს, როდესაც ისინი ხედავენ საქართველოს სახელმწიფოს, ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევა კონკრეტულ შედეგს იღებს და კანდიდატის სტატუსის მიღებამდე სულ რამდენიმე დღე გვაშორებს, ამ ადამიანების ბოროტი ძალისხმევის მიუხედავად, ისინი ცდილობენ უკვე, რომ თავად ამ პროცესში ჩაერთონ და ჩაერთონ ყველაზე მეტად პოპულისტური გზებით.

განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, ნინო წილოსანმა.

ამ წუთებში თბილისში მსვლელობა მიმდინარეობს. მარში "შენი ხმა ევროკავშირს" რესპუბლიკის მოედნიდან 14 საათზე დაიწყო. მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მსვლელობით გაემართებიან და ევროკავშირის დროშას გაშლიან.



ასევე ნახეთ
close დახურვა