logo
ENG


ზურაბიშვილი: მოლოდინი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ გვინდა ევროპა
  • 1322ნახვები

მოლოდინი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მით უმეტეს, როცა ამდენი ხალხი მოდის და ამდენმა ხალხმა თავისი ხმა მიაწვდინა ევროპას. ევროპა არის ის სივრცე, სადაც ადამიანებს აქვთ უდიდესი მნიშვნელობა, სადაც მათ თავისუფალ აზრს აქვს უდიდესი მნიშვნელობა და ამიტომ, მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ეს თავისუფალი აზრი იქნება გათვალისწინებული და ჩვენ შევძლებთ ნამდვილად 15-ის მერე კიდევ ერთხელ ზეიმს, მაგრამ მერე მომზადებას იმ შემდეგი წლისთვის, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება.

ევროკომისიამ უკვე თავისი აზრი თქვა და ახლა ველოდებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას და მათგან მე ველოდები, რომ გაითვალისწინებენ ერთის მხრივ, მიღებულ რეკომენდაციებს და გაითვალისწინებენ ასევე ადამიანების აზრს, რომელიც აქ არის გამოხატული ამ დონეზე. ეს არის მშვიდობიანი მარში, მშვიდობიანი გამოხატულება ადამიანების აზრის და ნების, რაც მთელ ამ პერიოდში სხვადასხვა ინიციატივებით გამოიხატა და ეს არის ბოლო ინიციატივა, რომელსაც ყველანი ვუერთდებით და რომლითაც ჩვენ გამოვთქვამთ იმ მთავარ მოწოდებას ევროკავშირისთვის, რომ ჩვენ გვინდა ევროპა.

განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის მარშზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა