logo
ENG


მარგველაშვილი: იმიტომ არ ვარ ამ პროცესში, რომ პოლიტიკურ პროცესს ვერ ვხედავ
  • 281ნახვები

რაც შეეხება ჩემს აქტიურობას - მარტის აქციების შემდეგ მე ვთქვი, რომ ეს პროცესი არ უნდა გაჩერდეს, რომ ეს განწყობა საზოგადოებაში, არ შეიძლება, რომ გაანელო. შენ გაქვს უკვე ძირითადი პოლიტიკური ჩარჩო, შენ გაქვს საზოგადოების უნდობლობა და შენ ეს პროცესი უნდა გააღრმაო. პოლიტიკოსების მთელმა წყებამ ამის მიმართ გამოხატა ძალიან დიდი აღშფოთება...

სხვადასხვა სტატუსით მე ვმონაწილეობდი ყველა პოლიტიკურ პროცესში, რაც საქართველოში იყო. ავტორიტარული რეჟიმი უკეთესად დაწერილი კანონებით, NGO-ების კომისიებში მონაწილეობით და მედიაში ერთმანეთის კრიტიკით არ იცვლება.

 

შევარდნაძის დროს, პრეცედენტი ცვლილების შექმნა მუხტმა და არა - კარგად დაწერილმა პროგრამამ ან პლაკატზე კარგად ნაჩვენებმა კანდიდატმა. სააკაშვილის დროს ეს პროცესი მოგებული იყო მანამდე იმიტომ კი არა, რომ არაჩვეულებრივი საარჩევნო გარემო იყო მაშინ, არამედ - მოგების მუხტმა.

მოგების მუხტი იმაში ვერ იქნება, როცა შენ პარლამენტში ზიხარ და კომისიაში პოზიციას აფიქსირებ. მოგების მუხტი იქმნება იმით, რომ შენ აჩვენებ დაპირისპირების პრეცედენტს და რანაირად უნდა აჩვენო დაპირისპირების პრეცედენტი, როცა თანამშრომლობ?

შესაბამისად, მე იმიტომაც არ ვარ ამ პროცესში, რომ პოლიტიკურ პროცესს ვერ ვხედავ.

თქვა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა