ჩვენ ყველამ უნდა გადავწყვიტოთ სად ვდგავართ. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, დავეხმაროთ უკრაინას მისი ტერიტორიისა და მისი მოქალაქეების დაცვაში. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, შევაკავოთ რუსეთი შემდგომი აგრესიისგან. მათ შორის ჩვენი NATO-ს მოკავშირეების წინააღმდეგ და ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ ამერიკა არ დაიხევს უკან თავისუფლების დაცვაში, ამერიკა კი უფრო უსაფრთხო იქნება, თუ აგრესორებს მთელ მსოფლიოში ვაჩვენებთ, რომ ისინი ვერ შეძლებენ გადაწყვიტონ, რომელი ქვეყანა იცხოვრებს და რომელი დაიღუპება. დანაშაულისა და იზოლაციის მიუხედავად, პუტინს მაინც სჯერა, რომ მას შეუძლია გაძლოს უფრო დიდხანს, ვიდრე უკრაინა და ამერიკა, მაგრამ ის ცდება.
განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ვაშინგტონში, თავდაცვის ეროვნულ უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას.