logo
ENG


დევდარიანი: კობახიძემ ჩცდ ბავშვთა გეი პროპაგანდაში დაადანაშაულა, ახლა გამოჩნდება "გამწარებული მაყურებელი"
  • 1867ნახვები

ვინც ჩცდ-ს უყურებს, იცის, რომ კატოს და სოსოს ურთიერთობა, ყვირილი, ჩხუბი და ტოქსიკური ურთიერთდამოკიდებულება უარყოფითად აისახა კატოს შვილზე, პირველკლასელ მოსწავლეზე. მასწავლებელი კატოს ეუბნება, რომ ბავშვი ფსიქოლოგთან არის მისაყვანი, რადგან ბიჭებისგან საჩუქრის აღების ეშინია, ჯერ რაღაცას გაჩუქებენ და მერე გცემენო. ნიაკო დედასაც ეუბნება, რომ არავინ არ უყვარს და გოგოებთან მეგობრობს, რადგან ბიჭები ცუდები არიან.

ხოდა, პერვერტმა ირაკლი კობახიძემ დღეს პარლამენტში ჩვენ ჟურნალისტს უთხრა, რომ ჩვენი ტელევიზია და ჩცდ ბავშვთა გეი პროპაგანდას ეწევა.

ასე რომ, იცოდეთ, ახლა გამოჩნდება "გამწარებული მაყურებელი" (როგორც ეს ბროკოლიზე და კვარაცხელიაზე გააკეთეს) და დაიწყებს ფეკალიების სროლას ჩვენი მიმართულებით.

ეს არის ირაკლი კობახიძის თავში მომწიფებული და გაცემული დავალება, რომელსაც მერე დებილები უნდა აყვნენ.

წერს Facebook-ზე ჩემი ცოლის დაქალების სცენარისტი ქეთი დევდარიანი. 

კობახიძეს კითხვა პროპაგანდისტულმა სამთავრობო მედია POSTV-იმ კითხა, რაზეც მან თქვა, რომ "არჩევნები შემდეგ ნაცურ თავხედობებს პასუხი კანონით უნდა გაეცეს".



ასევე ნახეთ
close დახურვა