logo
ENG


ხაბეიშვილი შეწყალებაზე: ზურაბიშვილი ხალხის საკეთილდღეოდ უნდა იღებდეს გადაწყვეტილებებს
  • 312ნახვები

სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, ერთი ხელმოწერით დაამტკიცოს, რომ ის ნამდვილად მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს. შესაბამისად, მისი ეს განცხადება ამ შემთხვევაში ვფიქრობ, ადეკვატურია, სწორია, თუმცა ყოველი დღე არის მნიშვნელოვანი. პრეზიდენტ სააკაშვილი არ უნდა ატარებდეს პოლიტიკურ ტყვეობაში ცხოვრებას, ამიტომ თუ ეს მისი მხრიდან არის შერბილებული განცხადება, მივესალმები.

ჩვენთვის ძალიან მიუღებელი პოლიტიკური ფიგურაა სალომე ზურაბიშვილი, მიუხედავად ამისა, ჩვენ მისი იმპიჩმენტისთვის მხარი არ დაგვიჭერია, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის ეს სასარგებლო არ იქნებოდა და ამიტომ მანაც, არა პირადი შეხედულებით, არამედ ჩვენი ქვეყნის, ხალხის საკეთილდღეოდ უნდა იღებდეს გადაწყვეტილებებს. ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ სჭირდება პუტინის ტყვე საპატიმროში.

ამბობს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არ უთქვამს.



ასევე ნახეთ
close დახურვა