ჩვენ მივესალმებით ევროპული საბჭოს კენჭისყრას, რომელიც ევროკავშირის გაფართოებას ითვალისწინებს და ვულოცავთ უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს და ბოსნია და ჰერცეგოვინას ამ ისტორიულ ნაბიჯს, რომელიც ქვეყნებმა ევროკავშირში წევრობისკენ სწრაფვის გზაზე გადადგეს. ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს გაფართოებას და პოტენციურ კანდიდატებს მათ ევროკავშირისკენ სწრაფვის გზაზე
წერს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეტიუ მილერი სოციალურ ქსელ X-ში. 14 დეკემბერს, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ხოლო უკრაინა და მოლდოვა ევროგაერთიანებაში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.