logo
ENG


ხაბეიშვილი: დავამარცხებთ მათ, ვინც ამბობდა, რომ თურმე EU-ს რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს
  • 454ნახვები

ადამიანი, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად აღმართა ევროკავშირის დროშა, ეს არის მიხეილ სააკაშვილი და მას ვუსურვოთ თავისუფლება. ქართველ ხალხთან ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ და აუცილებლად დავამარცხებთ იმ ხალხს, რომლებიც რამდენიმე თვის წინ გვეუბნებოდნენ, რომ თურმე, ჩალის ფასი აქვს ევროკავშირის რეზოლუციებს, რომ თურმე, სადაც უნდათ, ეს სტატუსი იქ წაიღონ და თუ არ მოგვცემენ, პრობლემა არ არის. ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა, წინ არის დიდი გამარჯვება.

განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

14 დეკემბერს, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ხოლო უკრაინა და მოლდოვა ევროგაერთიანებაში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა