logo
ENG


ნაცვლიშვილი: ოცნება ვერ მოიქცა ევროპულად, როცა პრეზიდენტს არ შესთავაზა, ხალხს მისალმებოდა
  • 533ნახვები

ჰერჩინსკის გამოსვლა იყო სწორედ ამის დემონსტრირება, რა არის ევროპული კულტურა, ევროპული ქცევა, ევროპული პოლიტიკური ეტიკეტი დ.ა.შ. მე ვფიქრობ, რომ კარგად გამოჩნდა განსხვავება მის გამოვლასა და დანარჩენ გამოსვლებსა და მიდგომებს საკითხისადმი [...]. 

სამწუხაროა, რომ ქართული ოცნება ვერ მოიქცა ევროპულად და სახელმწიფო მეთაურსაც კი, აღარ ვამბობ სხვებზე, არ შესთავაზა, მისალმებოდა შეკრებილ საზოგადოებას, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სწორი იყო პრეზიდენტის იქ ყოფნა.

[...] ეს ერთპარტიულ ჭრილში სამყაროს აღქმა, ეს არის დრომოჭმული და ეს აუცილებლად დასრულდება. ამიტომაა საჭირო, რომ დროზე ვიაროთ წინ, ევროპისკენ.

განაცხადა ლელოს წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა TV პირველთან. გუშინ, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ ოცნების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა, თუმცა მმართველი გუნდის წევრებმა მას სცენაზე სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცეს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა