აგვისტოს ომი იყო, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ტრაგედია იყო ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა, ასევე აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ, მაშინდელმა უპასუხისმგებლო მთავრობამ ვერ მოახერხა ამ ომის თავიდან არიდება. მე არაერთხელ მითქვამს, რომ 2008 წელს რომ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება ხელისუფლებაში, ეს ომი არ მოხდებოდა.
განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას.