logo
ENG


ვივამედის კლინიკური დირექტორი: პოლიტიკოსები არ უნდა ერეოდნენ დიაგნოზებში და გამოსავალში
ივანე ჩხაიძე
22 დეკ, 2023 20:25
ვივამედის კლინიკური დირექტორი: პოლიტიკოსები არ უნდა ერეოდნენ დიაგნოზებში და გამოსავალში
  • 480ნახვები

თუ ექიმი, მკურნალი ექიმი, გარდა ამისა, სხვა ექიმი-სპეციალისტები, რომლებიც ჩართულები არიან პაციენტის მკურნალობის საქმეში, თვლიან, რომ მას ესაჭიროება სტაციონარში მკურნალობა, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ნამდვილად სჭირდება ამ მკურნალობისა თუ რეაბილიტაციის კურსის გაგრძელება. არა მგონია, რომ პოლიტიკოსები ექიმებზე უკეთესად... და არ უნდა ერეოდნენ, წესით და რიგით, არც დიაგნოზებში და არც დიაგნოზების გამოსავალში. 

21 დეკემბერს გაკეთებული განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის და ქართული ოცნების ყოფილი ლიდერის, გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის მოუწოდებს ქართულ ოცნებას, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკიდან საპატიმროში გადაიყვანონ.



ასევე ნახეთ
close დახურვა