ჩვენი ეროვნული იდეა არის სრულფასოვანი, სწრაფი წევრობა ევროკავშირში, რაც ნიშნავს მშვიდობას, კეთილდღეობას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. მობილიზებული ვართ, წელს ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა 1-0. მომავალ წელს - საბოლოო გამარჯვება არჩევნებში, რომელიც დააჩქარებს რეფორმებს და დააჩქარებს ჩვენს ინტეგრაციას ევროკავშირში. ან ახლა, ან არასდროს. ეს არის შინაარსი. ქართულ ოცნებას ნუღარ მოუსმენთ, იმიტომ, რომ მათი გზა არის ჭაობისკენ გზა, ჩვენი გზა არის გზა სწრაფი განვითარებისკენ, ევროკავშირისკენ, მშვიდობისკენ.
განაცხადა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.