logo
ENG


მაჭარაშვილი გახარიაზე: რაც არ უნდა იძახოს, სააკაშვილი ციხეში გადაიყვანეთო, აღარ დაუჯერებენ
  • 492ნახვები

გახარია დღემდე ოფიციალურ, პოლიტიკურ ქორწინებაშია ნაციონალურ მოძრაობასთან. რაც არ უნდა იძახოს, რომ სააკაშვილი გადაიყვანეთ ციხეშიო, მაშინ, როდესაც ამას ჩვენ ვამბობდით და ვამბობთ და ის ამბობდა გადაიყვანეთ საავადმყოფოშიო, ამას აღარავინ აღარ დაუჯერებს.

ამით ცდილობენ, არაერთხელ ავხსენით, რომ არამხოლოდ გახარია, არამედ ამ შემთხვევაში ხაზარაძეც, არ გამოსდით, მაგრამ ცდილობენ, რომ როგორმე კეთროვნად წარმოადგინონ ნაციონალური მოძრაობა, გამოეცალონ, ნაციონალური მოძრაობის ნეგატივი მოიცილონ და ვითომ ცალკე, მესამე ძალად ჩამოყალიბდნენ, ამას ცდილობენ.

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და რუსული კანონის ერთ-ერთმა ავტორმა, გურამ მაჭარაშვილმა.



ასევე ნახეთ
close დახურვა