თუ ქართული ოცნება დარჩა ხელისუფლებაში, ნულოვანი შანსი იქნება ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების. ხელისუფლების შეცვლის პირობებში, მე ვიძლევი გარანტიას, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი 4 წელიწადში.
მე მინდა შეგახსენოთ, რომ 2008 წლის პირველ სექტემბერს, როდესაც ჯერ კიდევ ოკუპირებული იყო ქვეყნის უმეტესი ნაწილი, ჩვენ დავაორგანიზეთ ცოცხალი ჯაჭვი და უდიდესი მიტინგი, სადაც მე ვთქვი: "ჩვენ სამუდამოდ ვემშვიდობებით რუსეთს და მივდივართ ევროპაში".
ახლა უნდა ვთქვათ: "ჩვენ სამუდამოდ ვემშვიდობებით ოცნებას და მივდივართ ევროპაში".
[...] ჩვენ გვჭირდება ბევრი, მრავალრიცხოვანი აქცია. ახალი ხალხის მოზიდვა, რასაც ნაცმოძრაობა უკვე აკეთებს. ერთმანეთზე თავდაუსხმელობა და სამიზნის გასწორება.
განაცხადა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ღამის კომენტართან წერილობით ინტერვიუში.