logo
ENG


ბუჩუკური: ჩვენი გუნდი ამბობს, რომ ენმ-მ და ოცნებამ, ჯამში, 50%-ზე ნაკლები უნდა აიღოს
ანა ბუჩუკური
29 დეკ, 2023 20:02
ბუჩუკური: ჩვენი გუნდი ამბობს, რომ ენმ-მ და ოცნებამ, ჯამში, 50%-ზე ნაკლები უნდა აიღოს
  • 485ნახვები

ჩვენი გაცხადებული გეგმა არის არა ნაცებს, არა ოცნებას, ეს არის ჩვენთვის წითელი ხაზი. რაც შეეხება დანარჩენს, დარჩენილია, დაახლოებით 8 თვე. როცა ჩვენი გუნდი ამბობს, რომ ენმ-მ და ოცნებამ, ჯამში, 50%-ზე ნაკლები უნდა აიღოს, ეს ნიშნავს, რომ გარდა იმისა, რომ ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი გუნდის გაძლიერებაზე, ჩვენი სურვილია, რომ სხვა პროდასავლური პარტიებიც იმგვარად გაძლიერდნენ, რომ შემდეგი მოწვევის პარლამენტში მოხვდნენ. აი, მაგალითად, ეს არის მიზეზი, რის გამოც, ვთქვათ, მამუკა ხაზარაძე მუდმივად გახარიას ლანძღავს, აგერ, წინასაარჩევნო პერიოდიც, ორი დღის წინ ინტერვიუ გახარიას წყევლაში გაატარა, ამის მიუხედავად, ბატონ ხაზარაძეს ვულოცავ ახალ წელს. 

 

 

აცხადებს პარტია საქართველოსთვის წევრი, ანა ბუჩუკური.

Edison Research-ის კვლევის თანახმად, დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს ქართულ ოცნებას ხმას გამოკითხულთა 36.6%, ხოლო ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი - 21.5% მისცემდა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა