logo
ENG


ნაცვლიშვილი: დაქსაქსვის, დაპისისპირებისა და შიდაოპოზიციური დუღილების დრო არაა
  • 430ნახვები

ლელო სასურველი პარტნიორია ძალიან ბევრი პოლიტიკური სუბიექტისთვის და არც მიკვირს და ჩვენ ვაჩვენეთ სხვადასხვა ეტაპზე, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო საქმიანობის, რომ ჩვენ ვართ სანდო პარტნიორი და როცა ვამბობთ რაღაცას, ვასრულებთ. ასევე, ძალიან ღია ვართ კონკრეტულ თემებზე, იქნება ეს სარეფორმო შეთავაზებები კორუფციაზე, სასამართლოზე და ა.შ. კონსესუსუნარიანი ძალაა ლელო და მას შეუძლია განსხვავებების მიუხედავად, აწმყოში ბევრი განსხვავების მიუხედავად... ჩვენ ვართ ზრდასრული, პასუხისმგებლიანი ადამიანები და შეგვიძლია, კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებს ველაპარაკოთ კონკრეტულ თემებზე, რაც საჭიროა საზოგადოებისთვის.

მე არ მგონია, რომ დაქსაქსვის, დაპისისპირებისა და შიდაოპოზიციური დუღილების დროა ახლა. მე არ ვფიქრობ, რომ ამას ელის ამომრჩეველი. პირიქით, ამომრჩეველი ელის მკაფიოდ ჩამოყალიბებულ ხედვას თითოეული პოლიტიკური სუბიექტისგან და მოდით, ამ ხედვებმა და ღირებულებებმა შეძლოს შემდეგ პოლიტიკურ სუბიექტებს აპოვნინოს, ვინ უფრო ახლოს არის მასთან, რომ შევთავაზოთ ამომრჩევლებს ის, რასაც ისინი ელიან.

[...] წარმოიდგინეთ, სად წაიყვანს ერთობა, რაც იყო მარტის მოვლენების დროს, პოლიტიკურ ველზე, საზოგადოებაში, მედიაში, მოქალაქეებში, ეს ენერგია სად წაგვიყვანს, როცა ეს მოხმარდება ქვეყნის აღმშენებლობას. ამის პრეტენზია და ამბიცია აქვს ლელოს, რომ იყოს ერთ-ერთი მოწინავე პოლიტიკური ძალა.

ამის შესახებ ლელოს წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა კვირის ფორმულას ეთერში ისაუბრა.



ასევე ნახეთ
close დახურვა