logo
ENG


ხაბეიშვილი ივანიშვილზე: მივიღეთ სტატუსი, კიდევ ერთი დიდი მარცხის შემდეგ, გამოძვრა სოროდან
  • 991ნახვები

ბიძინა, ხელი მოკიდე ირაკლებს, ლილუაშვილებს, ფარცხალაძეებს, სოზარებს და მიბრძანდით დედა რუსეთში. ხალხს ევროპა, მშვიდობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა უნდა! მოვიგებთ მთავარ ბრძოლას და ქართველი ხალხი გაიმარჯვებს!

 2018 წელს, ხალხმა გაიმარჯვა და ივანიშვილი "დაბრუნდა", ცრემლად დაიღვარა და ხალხს აყვავებას დაჰპირდა, თავისი გაინაღდა და "წავედიო,  კატასტროფა თუ არ მოხდა, მე აღარ დავბრუნდებიო და აგერ მისთვის კატასტროფა - ხალხმა გაიმარჯვა და მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, კიდევ ერთი დიდი მარცხის შემდეგ, გამოძვრა სოროდან და ისევ ძალაუფლების დაკარგვის შიშით "შემობრუნდა". ჩვენმა სწორმა მუშაობამ, ხალხის აქტიურობამ და სააკაშვილის პროცესებში ჩართვამ, რუსული პარტია სრულად ჩამოშალა. რა გაუკეთებია 11 წელიწადში, კიდევ რომ აძლევს თავს უფლებას მხარდაჭერა მოითხოვოს ?!

ასე ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში "დაბრუნებას". 

დღეს ქართული ოცნების დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი პარტიის ყრილობაზე საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს.



ასევე ნახეთ
close დახურვა