logo
ENG


ღარიბაშვილი: ოცნებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ქვეყანა მაქსიმალურად დაგვეახლოებინა ევროპასთან
  • 622ნახვები

ჩვენ, ქართულმა ოცნებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველო, ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურად დაგვეახლოებინა ევროპასთან. და რაც მთავარია, ჩვენ შევძელით ის, რაც, პრაქტიკულად, ვერც ერთმა ხელისუფლებამ, ვერც ერთმა მმართველმა ვერ შეძლო - ეს არის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის აღიარება, ჩვენი ხელისუფლების მიერ გატარებული წარმატებული რეფორმების აღიარება და რეალურად სულ სხვა პერსპექტივა ეძლევა ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებას ამ გადაწყვეტილებით. მას შემდეგ, რაც ქვეყანა გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, ჩვენი სახელმწიფო იწოდება ევროპულ სახელმწიფოდ.

ამბობს იმედთან საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.



ასევე ნახეთ
close დახურვა