logo
ENG


პოდოლიაკი: რუსეთი უკვე მკვდარია, თუმცა ამას ბოლომდე ჯერ ვერ ხვდება
  • 1292ნახვები

ხანდახან, როცა ადამიანი კვდება, მან ამის შესახებ ჯერ არ იცის. თუმცა ის მკვდარია. რუსეთსაც ასე დაემართა - ის უკვე მკვდარია, თუმცა ამას ბოლომდე ჯერ ვერ ხვდება. მათ არ აქვთ სხვა ვარიანტი, ისინი არავინ არიან, ისინი არავის სჭირდებიან. სრულად განულებულები არიან... უკრაინაში ომის დაწყება ფატალური გადაწყვეტილებაა, რომელიც მიიღო ნაკლებად განათლებულმა სუბიექტმა გვარად პუტინი. [ეს გადაწყვეტილება] რუსეთის ისტორიის განულებამდე მიგვიყვანს. გადაიხედება ფაქტორები, რომელიც უნდა გადახედილიყო ჯერ კიდევ სსრკ-ს დაშლის შემდეგ. უხეშად რომ ვთქვათ, უნდა განულებულიყო რუსეთის რეპუტაცია, განულებულიყო მისი ისტორიული წონა. განულდება რუსეთის გავლენა, მისი მონაწილეობა საერთაშორისო ინსტიტუტებში, ეკონომიკური მონაწილეობა თანამედროვე მსოფლიოში, განულდება რუსული პროდუქტის გავლენა - ე.წ. რუსული სამყარო და ასე შემდეგ. მეორე საკითხი - ფასია, რომელსაც ვიხდით აი ამ განულებისთვის... ახლა რუსეთი აგონიაშია, და ის ამას ჯერ ვერ ხვდება. ამიტომაც ზეიმობს ჭირის დროს

 

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა