logo
ENG


ილია ll: დღევანდელ კონფლიქტებსა და ომებს თან სდევს საშიშროება, რომ კაცობრიობა გაანადგუროს
ილია II
07 იან, 2024 00:06
ილია ll: დღევანდელ კონფლიქტებსა და ომებს თან სდევს საშიშროება, რომ კაცობრიობა გაანადგუროს
  • 794ნახვები

ქრისტიანულმა სარწმუნოებამ უდიდესი წვლილი შეიტანა და გადამწყვეტ ფაქტორად იქცა მრავალი ქვეყნის ისტორიაში, მათ შორის, ევროპის და სხვა სახელმწიფოთა ფორმირებაში; მაგრამ უფლის მეორედ მოსვლამდე, ანუ მარადიული სასუფევლის დამყარებამდე, მუდმივად იქნება ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის, მუდმივად დაგვჭირდება სულ უფრო მეტი ძალისხმევა სიწმინდის დასაცავად, რადგან ეს დაპირისპირება თანდათან უფრო მასშტაბურ ხასიათს იღებს.

ავიღოთ თუნდაც ჩვენი დრო. სამყარო ყოველთვის წინააღმდეგობრივი იყო, მაგრამ დღევანდელ კონფლიქტებსა და ომებს თან სდევს რეალური საშიშროება იმისა, რომ ნებისმიერი მათგანი მსოფლიო კატასტროფად იქცეს და მთელი კაცობრიობა გაანადგუროს. ამიტომაც ყველას, ჩვენი შესაძლებლობებისამებრ, გვმართებს ზრუნვა მშვიდობისთვის. ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს უკრაინა, ახლო აღმოსავლეთი და მთელი მსოფლიო.

წერია პატრიარქის, ილია ll-ს 2024 წლის საშობაო ეპისტოლეში



ასევე ნახეთ
close დახურვა