logo
ENG


ზურაბიშვილი: ოპოზიციაში ყოფნისას, არ მახსოვს, სააკაშვილისთვის რამე შეურაცხმყოფელი მეთქვას
  • 3251ნახვები

ტოლერანტობა და შემწყნარებლობა, რაც უფრო ქართული ტრადიცია არის, არ ნიშნავს, რომ სიმართლეს არ ამბობ. სიმართლე ერთია, სიმართლე ეხება პრინციპებს, მსჯელობას, პოლიტიკას, არ ეხება ადამიანებს. არ არის აუცილებელი, რომ ადამიანს ყველაფერი უთხრა, რასაც ფიქრობ მის შესახებ და რაც გადადის შეურაცხყოფაში. შეგიძლია იყო ძალიან მკაცრი მის ქმედებებზე და პოლიტიკაზე, მაგრამ არ შეეხო ადამიანს, პიროვნებას.

მე ვიყავი ოპოზიციაში და საკმაოდ რადიკალურ ოპოზიციაში, შეიძლება ვიღაცამ რამე გამიხსენოს, თუმცა მე არ მახსოვს, რომ თუნდაც მაშინ, მე პირადად, რამე შეურაცხმყოფელი მეთქვას თუნდაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ, ის იყო პრეზიდენტი მაშინ. მის მიმართ იყო პროტესტი, რომელიც იყო სახალხო პროტესტი. ეს იყო მკაცრი პროტესტი ყველანაირად, მაგრამ არ მახსოვს, რომ ჩემგან ყოფილიყო რამე პიროვნული [შეურაცხყოფა].

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა.



ასევე ნახეთ
close დახურვა